ნატვრის ხე

1977 101წთ. IMDB: 8.1 (16)

ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება, მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია, გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.

მსგავსი ფილმები
შვიდი წელი ტიბეტში
ავალონი
დამწვარი ფერმები
იპოვო ფორესტერი
სახლში, მიტფორდში
დაწყევლილი იუნაიტედი
აქ, დღეს
ალექსის შესახებ
საუბრები ჩემს მებაღესთან
ბოროტი განზრახვის გარეშე
უკანასკნელი მოჰიკანი
გაბრიელი
ლობსტერი
მშვენიერი დღე სამეზობლოში
გამარჯვებული დეფაიენსიდან
რობინი და მერიენი
როცა თამაში ხელოვნებაა
გოგონა დრაკონის ტატუთი
ჩასუნთქვა
თვითნაბადი
საზღვრები
მარი ანტუანეტი
გლორია
ეს მშვენიერი ცხოვრება
ლეოპარდი
თავიდან შეყვარება
რომანის დასასრული
ბებია
გოგონა კალენდრიდან
თუში მეცხვარე