საქართველოს პირველი არხისა და არასამთავრობო ორგანიზაცია შშმპ „მედია პოზიტივის“ პროექტი მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის - „ქართული კინოს აუდიოდისკრიფცია“.
აუდიოდისკრიფცია მხედველობითი ინფორმაციის ზუსტი, ობიექტური და თანმიმდევრული სიტყვიერი აღწერაა, რომელიც მსმენელს აცნობს იმ ვიზუალურ ელემენტებს, რომლებიც გამოსახულებაშია. დისკრიფცია ნაწარმოების ბუნებრივი პაუზების დროს დიალოგებს შორის კეთდება, რაც მასალას მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს ხდის.
პირველი არხი აუდიოდისკრიფციით 15 ქართულ ფილმს სთავაზობს საქართველოს რადიომსმენელებსა და 1TVPLAY-ის მომხმარებლებს.
