სხვისი შვილები

1958 75წთ. (16)

დათა დაქვრივებული მარტოხელა მამაა, რომელიც ორ შვილს ზრდის, თუმცა უჭირს ოჯახისა და შვილების გაძღოლა. დათას სატრფო - თეო ვერ იღებს თავზე ორი ბავშვის დედობის პასუხისმგებლობას და დაცილებას არჩევს. დათას შვილები, პატარა გია და ლია დაეხეტებიან ქუჩაში და ფათერაკებს აწყდებიან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს ახალგაზრდა სტუდენტ გოგონას - ნატოს გაიცნობენ. თავადაც ობლობაში გაზრდილი ნატო გულისხმიერებით მოეკიდება პატარებს და ბავშვები მას ძლიერ შეიყვარებენ. ნატო ბავშვების მამასაც ხიბლავს და მას ცოლად თხოულობს. აწეწილ ოჯახს ბედნიერება უბრუნდება, მაგრამ იდილია დიდხანს ვერ გასტანს. დათა ხვდება, რომ თეოსადმი სიყვარულს თავს ვერ აღწევს, ოჯახს ტოვებს და თეოსთან ერთად მიდის. შეურაცხყოფილი ნატო სახლიდან გარბის, მაგრამ მატარებელს გამოდევნებული ბავშვების სასოწარკვეთილება მიახვედრებს, რომ ისინი მისთვის "სხვისი შვილები" აღარ არიან.
რეჟისორი - თენგიზ აბულაძე, როლებში: ციცინო ციციშვილი, ოთარ კობერიძე, მიხო ბორაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ასმათ ქანდაურიშვილი

მსგავსი ფილმები
სიყვარული ყველას უნდა
ფეოლა
მონანიება
შერეკილები
ვედრება
ფესვები
ნატვრის ხე
ქვევრი
რაჭა, ჩემო სიყვარულო
აბეზარა
პირველი მერცხალი
ქორწილი
სხვისი შვილები
ჯარისკაცის მამა
სამკაული ჩემი სატრფოსათვის
ფიროსმანი
უდიპლომო სასიძო
არასერიოზული კაცი
სათადარიგო ბორბალი
რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
ჭრიჭინა
ხარება და გოგია
მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
ქეთო და კოტე
იმერული ესკიზები
მხიარული რომანი
ზოგი ჭირი მარგებელია
მზე შემოდგომისა