S1E1 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
„ჭაბუკები დარჩნენ მარად“ - რედაქტორისა და მწერლის, ნიკა აგიაშვილის მოგონებათა წიგნი, იშვიათი ნიმუში 20-ე საუკუნის ოცდაათიანი წლების ახალგაზრდა ქართველ შემოქმედთა ცხოვრების შესახებ. ლადო ასათიანი - მთავარი ფიგურა ამ წიგნში.IMDB:
()
S1E2 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ასათიანების ოჯახი სოფელ ბარდნალაში, კომუნისტების მმართველობის პირველ ოცწლეულში. თავადი წინაპრები და გაკულაკება. ქუთაისი, ლადოს მოწაფეობა და პირველი ლიტერატურული ცდები. ქუთაისის განსაკუთრებული გარემო.IMDB:
()
S1E3 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
რეპრესიები. ლადოს მშობლების დატუსაღება და ცაგერის ჩეკაში წაყვანა. დედის, ლიდია ცქიტიშვილის დაპატიმრება და გაგზავნა შუა აზიის ბანაკში. ლადოს გარიცხვა ინსტიტუტიდან და გამოგდება გაზეთ „სტალინელის“ რედაქციიდან.IMDB:
()
S1E4 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
20-ე საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოთა ყოფის სურათები. ასათიანების ოჯახის მდგომარეობა. ლადო ქუთაისში, პედინსტიტუტში სწავლა და გაზეთის რედაქცია. სავალდებულო და თავისუფალი ლექსები.IMDB:
()
S1E5 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ლადო ასათიანის გადმოსვლა თბილისში, „ჩვენი თაობის“ რედაქცია, ახალგაზრდა შემოქმედთა წრე, ღატაკთა ბოჰემა. იმ დროის თბილისის გარემო და აღმოსავლეთ საქართველოს გაცნობა.IMDB:
()
S1E6 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ახალგაზრდა მწერლების ყოფა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ლადო ასათიანი. მირზა გელოვანი და ალიოშა საჯაია. სიღატაკე და მეგობრობა იმ დროის თბილისში.IMDB:
()
S1E7 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
30-იანი წლების ახალგაზრდა პოეტები და თბილისური შეხვედრები: გალაკტიონი, კონსტანტინე გამსახურდია, ძველი თბილისის ჯერაც ცოცხალი ადამიანები - ფიროსმანის მეგობრები.IMDB:
()
S1E8 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ფუნაგორია. ქართული ეპიგრამების ტრადიცია. ლადო ასათიანი, როგორც უპირველესი ფუნაგორისტი. საბჭოთა მწერალ-კოლეგათა უარყოფითი დამოკიდებულება, ოფიციალური საჯარო კრიტიკა და მუქარა ხელისუფლებისგან. ზეწოლა ახალგაზრდებზე, რეპრესიების მოლოდინი.IMDB:
()
S1E9 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ლადო ასათიანის ჯარში გაწვევა, ავადობა და თბილისში დაბრუნება ჭლექის დიაგნოზით. მეორე მსოფლიო ომი და ახალგაზრდა ქართველი პოეტების ტრაგიკული ბედი - სევერიან ისიანის გახსენება.IMDB:
()
S1E10 | ჭაბუკები დარჩნენ მარად
ლადო ასათიანის სიცოცხლის ბოლო წელიწადი. აბასთუმანი. სახელმწიფო გადაწყვეტილებით დაჭრილი, გამოსაცემად გამზადებული ლადოს პირველი წიგნი. ლადო ასათიანი და შეთქმულები - კოტე ხიმშიაშვილი. აღსასრული ცხელ ზაფხულს, თბილისში.IMDB:
()
