დოკუმენტური სერიალი, სადაც შეგიძლიათ, აღმოაჩინოთ ეკვატორის ყველაზე ველური და მრავალფეროვანი ეკოსისტემები. ამ სერიაში გვხვდება ეგზოტიკური ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ ცხელ ტროპიკულ ტყეებში, ვრცელ ბალახებში, დათოვლილ მთებში და დიდ რიფებში. მიუხედავად იმისა, რომ აქ უამრავი საკვებია, მაინც არსებობს სასტიკი კონკურენცია მის მოპოვებაზე და ეს აქაური ბინადრების ყოველდღიური საქმიანობაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში, მთაში, სავანაში და მდიდარ რიფში, რომლებიც ეკვატორის უდიდესი ცხელი წერტილების ნაწილია.

