მესხეთი - დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი - იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს. "დიდებული მესხეთი" არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.

