ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილი პუბლიცისტი და მწერალი ანტონ ფურცელაძე სამ წელიწადს მსახურობდა სამეგრელოში გამომძიებლად და რომანი იქიდან დაბრუნებულმა გამოაქვეყნა. ეს იყო პირველი რომანი ძველი ოდიშის შესახებ და პირველი რომანი აბრაგის ცხოვრებაზე. მერედამერე, წიგნს გამოუჩინეს ლიტერატურული ნაკლოვანებები და დაიწუნეს ავტორის თავისუფალი მოპყრობაც ისტორიასთან, თუმცა მასში დღემდე ცოცხალია ანტონ ფურცელაძის მიერ ნაგრძნობი სურათი პატიოსანი და მამაცი წყვილის ჭიდილისა და პირქუშ დროებასთან.

