1921 წელს საქართველოს მთავრობასთან ერთად იძულებით ემიგრაციაში წავიდნენ აფხაზი არისტოკრატიის წარმომადგენლები - ემხვარები, შარვაშიძეები, ჩხოტუები, მარღანიები, მარშანიები... ისინი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რომლის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ აფხაზეთი და აფხაზეთის განვითარებას მხოლოდ საქართველოს ფარგლებში მოიაზრებდნენ.

