პერსონაჟები, რომლებიც გულწრფელ ღიმილს იწვევენ ყველა მაყურებელში. მათ ცხოვრებაში ერთი თავგადასავალი მეორეს ცვლის. სწორედ ამ თავგადასავლების ყურებით ისწავლი ბევრ ახალ რამეს, გაერთობი და ისიამოვნებ.
მიშოსა და რობინის მეშვეობით პატარები საჭირო უნარებს გამოიმუშავებენ, ცოდნას იღებენ თამაშ-თამაშით - როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ცხოველებთან, როგორ უნდა დახატო ან მოამზადო საჭმელი, რა არის მეგობრობა და ა.შ

