„ცარა - ველური წლები“ მოგვითხრობს ამბიციურ ჟურნალისტზე და მის მონაწილეობაზე ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობაში 1970-იანი წლების დასაწყისში. ეს ის დროა, როდესაც ახალი გამოცდილებები მკვიდრდება მოდაში, პოპ-კულტურაში, სექსსა და პოლიტიკაში. გერმანია ამ მოდას აყოლილი ქვეყანაა, მაგრამ ამასთანავე, პოლიტიკის, ბიზნესისა და მედიის ძალაუფლების პოზიციები კვლავ მხოლოდ მამაკაცების ხელთაა.
ცარა ვულფი ახლახან შეუერთდა ჟურნალის სარედაქციო ჯგუფს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ებრძოლოს საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მუშაობის დაწყებისთანავე, ის მამაკაცების მხრიდან წინააღმდეგობას აწყდება. ცარა გადაწყვეტს, დაუპირისპირდეს ჟურნალის მთავარ რედაქტორს, რომელსაც არ სურს მისი ტექსტების დაბეჭდვა. ცარა რისკავს ბევრს და იძენს ძლიერ მტრებს.
