ლემანების მოსიყვარულე ოჯახი გარედან ღირსეულად გამოიყურება, მაგრამ შიგნით დიდი პრობლემები აქვს - მამა იოხანმა ოჯახი გაკოტრების პირას მიიყვანა. შვილებისთვის დრო არასოდეს აქვს, ხოლო ცოლი ქმრის დეფიციტს ახალგაზრდა საყვარელთან ივსებს.
საოჯახო ბიზნესი - პატარა სტამბა დიდი ხანია, ზარალზე მუშაობს. ვალების გამო, ბანკი მათთვის სახლის წართმევას აპირებს. სასოწარკვეთილი იოხანი თავის სტამბაში იწყებს ყალბი ფულის ბეჭდვას. ამ ნაბიჯს ნიჭიერი, მაგრამ ღარიბი იოხანი კრიმინალურ სამყაროში შეჰყავს, საიდანაც გამოსავლის პოვნა ძალიან ძნელია.
