46 წლის იდრის ტომა მდიდარი და წარმატებული პარიზელი ადვოკატია. მასზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, მისი ცხოვრება შეიცვალა. ის სასწაულებრივად გადარჩა, მაგრამ ექიმებმა მისი ტვინიდან ტყვიის ფრაგმენტი ვერ ამოიღეს, რაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ახლა ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავის წარსულ არჩევანს და ცდილობს, წონასწორობა აღადგინოს. მას გადაწყვეტილი აქვს, თავისი ნიჭი მიუძღვნას მათ, ვინც უსამართლობისგან იჩაგრება.
