დიეგო მანჩინი არის უნაკლო და უკიდურესად კორექტული კარდიოქირურგი, რომელიც წარმოუდგენელ ნაბიჯს დგამს შვილის გადასარჩენად. ამის შედეგად, ის ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის შანტაჟისა და მუქარის ობიექტი ხდება. საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ მის კარიერას, არამედ პირადად მას და მთელ მის ოჯახს. Until the last Heartbeat (FINO ALL’ULTIMO BATTITO) - არის ორიგინალური, ამაღელვებელი სამედიცინო დრამა, რომელიც მოგვითხრობს კაცის სასოწარკვეთილ და შემზარავ ბრძოლაზე, რომელიც ღირსების, ოჯახის, საყვარელი ქალის დაკარგვის ზღვარზეა. ეთიკასა და გრძნობებს შორის მოქცეული ადამიანი, პერსონაჟი ძლიერი შინაგანი დილემით, რომელშიც ნათელი და ბნელი განუწყვეტლივ ენაცვლება ერთმანეთს, ვიდრე შოკისმომგვრელი საბოლოო არჩევანი არ გაკეთდება.
