ავტორიტეტული, თავდაჯერებული, უნაკლო, ასე წარმოგვიდგენია ექიმები. რა ხდება მაშინ, როდესაც ექიმიც პაციენტია? ანდრეა ფანტი საუკეთესო ექიმია იტალიაში. მისი ცხოვრება მკვეთრად იცვლება ტვინის ტრავმის შემდეგ. ბოლო 12 წელი გაქრა მეხსიერებიდან და მათთან ერთად ოჯახი, მეგობრები და კაშკაშა სამედიცინო კარიერა. ბედი ანდრეას მეორე შანსს აძლევს - როგორი იქნება მისი ახალი ძველი ცხოვრება? სერიალი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე და მოგვითხრობს დაავადებაზე, როგორც ახალ შესაძლებლობაზე, ცვლილებასა და გამოწვევაზე.

