ისტორია სიყვარულზე, სამართლიანობაზე და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. ტორესები - ღვინის მწარმოებელი და ყველაზე გავლენიანი ოჯახია ვილა სანტაში. სოფელში დაბადებულ ფერნანდოს ყველა იცნობს, როგორც პატიოსან ადამიანს, სრულიად განსხვავებულს მისი მემკვიდრეებისგან. თითოეული ტორესი მიისწრაფის, იყოს ფერნანდოს მთავარი მემკვიდრე, მაგრამ ის არავის ენდობა შვილიშვილის - ვასკოს გარდა. ფერნანდო გრძნობს, რომ დროა, მემკვიდრეობა გადააბაროს და ვასკოს მოგზაურობიდან დაბრუნებას სთხოვს. კაეტანა, ვასკოს და, ყველაზე მეტად გრძნობს საფრთხეს, ის ყველაფერს აკეთებს, რომ ძალაუფლება მას დარჩეს და ძმა გზიდან ჩამოიშოროს. ვასკო ბრუნდება ვილა სანტაში, სადაც შეხვდება კატარინა ვალენტეს, იმ მოახლის ქალიშვილს, რომელიც ფერმიდან გაუჩინარდა. სიმართლის გასარკვევად, კატარინა ვილა სანტას ფერმაში გამოძიების ჩასატარებლად შეიპარება. მას შეუყვარდება ვასკო, მაგრამ ძნელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ ვასკო იმ ოჯახის შვილია, რომელმაც მას დედა წაართვა. სერიალის მთავარი სიუჟეტი აგებულია კატარინასა და ვასკოს სიყვარულის გარშემო, ასევე ვალენტეს ოჯახის უსიამოვნებებზე და ტორესის ოჯახურ ომებსა და საიდუმლოებებზე, სადაც ყველა იბრძვის და ღალატობს ერთმანეთს, რათა მეტი ძალაუფლება მოიპოვოს. რეჟისორი - Jorge Queiroga

