ფრანგული კრიმინალური დრამა - სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ეძებს ინფორმაციას დანაშაულის უსახელო მსხვერპლთა შესახებ. როდესაც დანაშაულის მსხვერპლთა იდენტიფიცირება შეუძლებელია, მათი ოჯახები ვერ იგებენ სიმართლეს იმის შესახებ, რაც შეემთხვათ ახლობლებს. ამიტომ, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს დანაშაულის გახსნის გარდა, დაუდგენელი ცხედრების ვინაობის დადგენაც ევალება, რომ ოჯახებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება შეძლოს. ცხოვრებისადმი განსხვავებული დამოკიდებულების მიუხედავად, ისინი სტაბილურად მიყვებიან მიზნისკენ მიმავალ გზას. ასე რომ, ყოფილი მოკრივე ბენი, გაბედული და გამოცდილი მარი-ჯო, ახალგაზრდა და მდიდარი ჰერცოგინია და საქმეზე შეყვარებული დარიუსი ერთ გუნდად იწყებენ მუშაობას. მათ მნიშვნელოვანი დავალებები აქვთ შესასრულებელი. ყველა საიდუმლო უნდა გამჟღავნდეს. ბევრს არ სჯერა, რომ თავს გაართმევენ, მაგრამ ისინი ყოველდღე ამტკიცებენ, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლიათ.
რეჟისორი - კრისტიან მუჩარტი, როლებში - გიომ კრამოიზანი, ნატალი სერდა, დებორა კრეი.
