თანამედროვე იტალია - მთავარი გმირი, 43 წლის ქალი, იმა ტატარანი ყველას არ უყვარს, თავისი გულწრფელი, პირდაპირი და იმპულსური ხასიათის გამო. ის ხშირად ზედმეტად გამომწვევადაც გამოიყურება მატერას პროკურატურაში, რომელიც მამაკაცების სამყაროა. იმა ბრწყინვალე ინტელექტით გამოირჩევა, არის ძლიერი, განათლებული და არაორდინარული. შეუძლებელია, ის არ შეამჩნიო, არა მხოლოდ მისი კაშკაშა და ექსტრავაგანტური ჩაცმულობის, არამედ სამსახურსა და სახლში მისი დამოკიდებულების, ნიჭიერებისა და სიჯიუტის გამო. იმა თავის სფეროში ჩემპიონია. ახალგაზრდა და სიმპათიურ კოლეგა მამაკაცთან ერთად, ის იძიებს დანაშაულების სერიას, რომელმაც შეძრა ბაზილიკატას რეგიონი. იმა დაუღალავად მუშაობს სიმართლის გამოსავლენად.
